ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვის დასმა და პასუხის არმოსმენა ნამდვილად არ არის ევროპული პოლიტიკური კულტურა
23-06-2022, 08:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კითხვის დასმა და პასუხის არმოსმენა ნამდვილად არ არის ევროპული პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, არც ერთი დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი დარბაზში აღარ იმყოფება.

 

„დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ ყველას და აქვე აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ კითხვის დასმა და პასუხის არ მოსმენა ნამდვილად არ არის ევროპული პოლიტიკური კულტურა. არც ერთი დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი დარბაზში აღარ იმყოფება. მათ სცადეს გარკვეული დესტრუქცია, მიიღეს ათჯერ მეტი პასუხი. ყოველთვის მიიღებენ, თუ არ გაჩერდებიან. მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ დღეს მსოფლიოში არის ძალიან რთული ვითარება და ამ ვითარებაში ჩვენი პატარა ქვეყანა, ჩვენი სწორი, პრაგმატული, ეროვნული პოლიტიკით ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ განვითარებას. აქ ძალიან ბევრი მოვისმინეთ გამომსვლელებისგან, მეც ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე, ფაქტებით, მხოლოდ მეგობრებო. ჩვენი თითოეული გამოსვლა, თითოეული სიტყვა ემყარებოდა ფაქტებს მხოლოდ. ჩვენ ჩვენს ხალხს, საზოგადოებას ვესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით და ველაპარაკებით სიმართლეს“, - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი