„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს და საქართველოში არასდროს აღარ იყოს ერთპიროვნული მმართველობა.
„მე პირადად, ერთი ადამიანი და ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ის, ვინც საქართველოს მომავალს უყურებს პერსპექტივით, საქართველოს მომავალს უყურებს ევროპაში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ევტუშენკოვს ეჭუკჭუკება - ივანიშვილი, რომელიც არის ოლიგარქი და ერევა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ინსტიტუტების საქმიანობაში - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც განკარგავს ადამიანებს, რომლებიც სხედან ამ ლოჟაში - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, გავაკეთებ ყველაფერს, რომ ეს ადამიანი დასანქცირდეს; გავაკეთებ ყველაფერს, რომ საქართველოში არასდროს აღარ იყოს ერთპიროვნული მმართველობა. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენს შვილებს, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს არასდროს მოუწიოს ევროპული მომავლის დაცვა მეორედ. ამიტომ, ჩემო ძირფასო თანამოქალაქეებო, ძმებო, დებო, სტუდენტებო, ყველას, ვინც ვიყავით 20 ივნისს, უნდა გესმოდეთ, რომ ამ ადამიანების საუბარს აზრი არ აქვს, აზრი აქვს იმას, რასაც თქვენ იტყვით, როდესაც გამოხვალთ და საქართველოს ევროპულ მომავალს დაიცავთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.