არასამთავრობოების ნაწილს მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევისა და არჩევნების პროცესთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს
19-11-2015, 08:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ნაწილს მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევისა და არჩევნების პროცესთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს.

 

როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა ეკა ციმაკურიძემ ჟურნალისტებს იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მათთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან საპროკურორო საბჭოს ფორმატში გამართული გასაუბრების ნაწილი დახურული იქნებოდა.

 

 

"არჩევნები მთლიანად არის პროცესი, როგორც გასაუბრების, ასევე ხმის მიცემის, ამიტომ როგორც იყო ინფორმაცია გავრცელებული, არჩევნებზე საზოგადოებას დაკვირვების საშუალება ექნებოდა, თუმცა არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩა დახურული. ასევე ვერ ვუძებნი ახსნა-განმარტებას და კანონში ვერ ვპოულობ დასაბუთებას ამ ნაწილის დახურვისა", - განაცხადა ეკა ციმაკურიძემ.

 

 

გარდა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა", მთავარი პროკურორების კანდიდატების შესარჩევად გამართულ ფარულ კენჭისყრას და ხმის დათვლის პროცესს ესწრებოდა ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე. მისი თქმით, მთავარი პროკურორობის კანდიდატების წარდგენის პროცესი არ იყო ბოლომდე გახსნილი და ღია. თუ რა პროცედურებით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, როგორ მოხდა ამ კანდიდატების წარდგენა. მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრს არ უნდა შენარჩუნებოდა კანდიდატების შერჩევისა და საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენის უფლებამოსილება.

 

 

"რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, საპროკურორო საბჭოს სხდომის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო დახურული. ვგულისხმობ კანდიდატებთან უშუალოდ გასაუბრების ნაწილს. იმ ნაწილმა, რაც იყო ღია, ჩაიარა უპრობლემოდ, მაგრამ ეს ბუნებრივია, რომ უპრობლემოდ ჩაივლიდა. აქ არავინ მოახდენდა დამატებითი ბიულეტენების ჩაყრას", - განაცხადა გურამ იმნაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი