იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
23-06-2022, 13:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა იმერეთის მუნიციპალიტეტებში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები დააზარალა.

 


სალიკვიდაციო სამუშაოები ამ ეტაპზე ოთხივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, გარდა ამისა სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

 


წყალმოვარდნების შდეგად აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დაიტბორა ქუჩები, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც, ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები.

 


ქუთაისში, მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. სტიქიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ჩაერთო ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

 


ძლიერი წვიმის შედეგად ტყიბულის შემოსასვლელში დაიტბორა ცენტრალური ქუჩა, ასევე ეზოები და სარდაფები, ხოლო სოფელ ჭყეპში, ტყიბული-ორპირის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხე წაიქცა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. სპეციალური ტექნიკით ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია.

 

ძლიერი წვიმის შედეგად დაირეცხა სოფლის შიდა გზები და დაზიანდა ბოგირები. სტიქიის სალიკვიდაციოდ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

 


ღამით მოსული ძლიერი ნალექის გამო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში და ასევე ქალაქის ტერიტორიაზე დაიტბორა როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები და ადგილობრივი მოსახლეობის სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.

 


ამ დროისთვის მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.

 


უხვი ნალექის შედეგად სოფელ ცხუნკურში, დღნორისის, რიონის და ოფურჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დაზიანდა გზები.

 


ასევე, წვიმამ გამოიწვია ეგრეთწოდებული ,,ვაზნარის ღელის’’ ადიდება, დაიტბორა სოფელი ხომულის ნაწილი, ჭავჭავაძისა და ერისთავის ქუჩები, მოსახლობის საკარმიდამო ნაკვეთებში წყალი შევიდა.

 


ხონში, სოფელ გორდში საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა, კონკრეტულად შიდა საუბნო გზები, ასევე ქალაქის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები არის დაზიანებული. სოფლებში: მათხოჯსა და ძეძილეთში რამდენიმე საკარმიდამო დაიტბორა.

 


ოთხივე მუნიციპალიტეტში შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია, რომელმაც შესაბამისი ღონისძიებების გატარება დილიდან დაიწყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი