ელენე ხოშტარია: შეამოწმონ ჩემი ოჯახის აბსოლუტურად ყველა ანგარიში; სოლიკო ვირსალაძით ვერ გადაფარავთ ბინძურ უჩა მამაცაშვილის, ირაკლი რუხაძის, ოთარ ფარცხალაძისა და სხვა ოლიგარქების ბინძურ სქემას
23-06-2022, 15:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აბსოლუტურად ყველა, ნეიტრალურ, დამაჯერებელ არაპროპაგანდაში გასვრილ ტელევიზიას, თუ არასამთავრობოს მივმართავ, შეამოწმონ ჩემი ოჯახის აბსოლუტურად ყველა ანგარიშები. სოლიკო ვირსალაძით ვერ გადაფარავთ ბინძურ უჩა მამაცაშვილის, ირაკლი რუხაძის, ოთარ ფარცხალაძისა და სხვა ოლიგარქების ბინძურ სქემას“, – განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

 


მან აღნიშნა, რომ სოლიკო ვირსალაძის - რომლის მემკვიდრეც გოგი ხოშტარიაა - „ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული“.

 


„მას შემდეგ, რაც მე დავიწყე სანქცირებაზე კონკრეტული ადამიანების გამოძიება და სანქცირებაზე ლაპარაკი, გასაკვირი არ არის, რომ როგორც სხვა დროს, თუნდაც ჩემს სწავლასთან დაკავშირებული ან ჩემ ოჯახზე ამოღებული ინფორმაციის მიხედვით იწყება ჩემ მიმართ აბსოლუტურად ტყუილზე დაფუძნებული შავი პიარი. მე გავაკეთე განცხადება და კიდევ გავაკეთებ, რომ 30 წლის წინ გარდაიცვალა სოლიკო ვირსალაძე, ის დღეს არ დარბის რუსეთში, განსხვავებით სხვა რუსეთთან დაახლოებული ხელოვანი პირებისგან და კატეგორიულად მიუღებელია ომის პირობებში ამის კეთება. 40-იანი წლებიდან, როდესაც მისი ოჯახი იყო რეპრესირებული, სუხიშვილების კოსტიუმებთან ერთად მან შექმნა მსოფლიოსთვის ძალიან დასაფასებელი ნამუშევრები, რომლებიც დღემდე პარიზის, ნიუ იორკის, ამერიკის, იაპონიის, ესპანეთისა და სხვადასხვა სცენაზე იდგმევა. სოლიკო ვირსალაძის ფული არის არა რუსული ფული, არამედ საქართველოსთვის საამაყო ფული. სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე არის მამაჩემი და ლევან აბაშიძის მემკვიდრე არის მანანა ხიდაშელი. ამიტომ ეს არ არის რუსეთის ფული, ეს არის ტყუილი. აბსოლუტურად ყველა, ნეიტრალურ, დამაჯერებელ არაპროპაგანდაში გასვრილ ტელევიზიას, თუ არასამთავრობოს მივმართავ, შეამოწმონ ჩემი ოჯახის აბსოლუტურად ყველა ანგარიშები. სოლიკო ვირსალაძით ვერ გადაფარავთ ბინძურ უჩა მამაცაშვილის, ირაკლი რუხაძის, ოთარ ფარცხალაძისა და სხვა ოლიგარქების ბინძურ სქემას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი