დავით ბერძენიშვილის მოწოდება: 24-ში ისევ იმდენი ქუჩაში! ღარიბაშვილის მეორე პრემიერობის დროინდელი პერიოდი არის მოსათხრელი!
23-06-2022, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაქცინა არ მუშაობს, სანქცია არ მუშაობს ანუ პრემიერ ღარიბაშვილის თავი არ მუშაობს. 24-ში ისევ იმდენი ქუჩაში! - ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი წერს.

 

 

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეორე პრემიერობის დროინდელი პერიოდი არის მოსათხრელი და მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიციას დასცინოს და პოლიტიკურად დაემუქროს ღარიბაშვილს.

 

 

„მაგ სრულიად უვიც მოურავს პარლამენტში ოპოზიცია უნდა ესაუბრებოდეს ძალიან მკვახედ. არგუმენტი უამრავია მისი და მისი პატრონის ქოსატყუილობის და უცოდინრობის წარმოსაჩენად.

 


მისი მეორე პრემიერობის დროინდელი პერიოდი არის მოსათხრელი - უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის, პანდემიის ვერ და არ მართვის, პოლარიზაციის და ა.შ. მიმართულებით. უნდა დასცინოთ და პოლიტიკურად დაემუქროთ. მაგას კი არა, შევარდნაძეს აძვრენდა „ტრუბაში“ პარლამენტში ოპოზიცია.

 


პანდემიის ბოლო წელს რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე მის კისერზეა. დიახ, ყველა საშუალება აქვს საპარლამენტო ოპოზიციას, შეისწავლოს ეს საკითხი - სერგო ჩიხლაძე, ზურა ჭიაბერაშვილი, ვატო სურგულაძე და ბევრი სხვა ადამიანი, სხვადასხვა პარტიაში (თუ პარტიასთან) საქმიანობს, ვინც იცის ეს საკითხები. დასავლელი თუ აქაური ჩვენი ექიმები, მეცნიერები დაგეხმარებოდნენ...როგორ შეიძლება, ამ რეგვენს შერჩეს ამდენი ადამიანის სიკვდილი...

 


ვაქცინა არ მუშაობს, სანქცია არ მუშაობს'- ესაა პრემიერად მომუშავე ამ ადამიანის ანტიმეცნიერული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის ფორმულა.

 


2022 წ. 20 ივნისით ზურგმომაგრებული ოპოზიცია პარლამეტში უნდა საუბრობდეს უფრო წელგამართულად.

 


აიღეთ ხელში ინიციატივა.

 


სამოქალაქო აქტივისტებმა, სამოქალაქო სექტორმა, აკადემიურმა წრეებმა ასიათასი (ცოტა ნაკლები თუ ცოტა მეტი, სულ ერთია) პროტესტანტის ნდობა მოიპოვეს 20 ივნისს. პოლიტიკური ჯგუფების საქმე კი თქვენს ექსკლუზიურ ასპარეზზეა - პარლამენტის სხდომათა დარბაზში უნდა მიიღოთ ესტაფეტა, 24- ში კვლავ ქუჩაში, მუდმივად მედიაში და ასე ერთიანად მოვიპოვოთ ევროპა.

 

 

დეოლიგარქიზაცია მაგ უვიცი და გარეკილი ოლიგარქის საცეცების - სრულიად არაკომპეტენტური და უწესო მაჯლაჯუნების - პარლამენტის სხდომათა დარბაზის იატაკზე ინტელექტუალური დანარცხებაცაა.

 


ამის უნარი ნამდვილად გაქვთ დღევანდელ საპარლამენტო ოპოზიციას. ჰოდა, თავსაც შემოუძახეთ და იმუშავეთ შესაძლებლობის მაქსიმუმით“, - მოუწოდებს ოპოზიციას ბერძენიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი