გოგი ხოშტარია: რას ჰგავს ეს ყველაფერი, რა დაკითხვაა, რაშია საქმე?! ეს არ არის რუსული თანხები, ეს არის სოლიკო ვირსალაძის, დიდი ქართველი მხატვრის თანხა, რუსეთს დავუტოვო, ისევ ტანკი და იარაღი რომ იყიდონ?!
23-06-2022, 17:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ფოტო: ვიდეოკადრი

 

მე თავის მართლებას არ ვაპირებ, ეს ხდება დაახლოებით 25 წელიწადია. გამოვიდე ტელევიზორში და თავი ვიმართლო?! - განაცხადა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ რუსეთიდან თანხების მიღების შესახებ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში საუბრისას.

 


„თავი სამართლებელი არ მაქვს, ბიძაჩემი სოლიკო ვირსალაძე, დიდი სცენოგრაფი იყო, – თეატრალური მხატვარი და დამდგმელი, მისი მონაწილეობით დაიდგა მრავალი წამყვანი სპექტაკლი, წამყვან თეატრებში. რა არის ამაში გასაკვირი, რატომ ატყდა ეს ამბავი. თანხების გამოქვეყნება თუ არის საჭირო, ამისთვის საჭიროა სასამართლოს დადგენილება. რაც უნდა ის უქნიათ, კისერიც უტეხიათ. რა უნდა გამოვაქვეყნო, დარეკონ დიდ თეატრში და გაიგონ, პარიზში გრანდ ოპერაში დარეკონ. მე თავის მართლებას არ ვაპირებ, ეს ხდება დაახლოებით 25 წელიწადია. გამოვიდე ტელევიზორში და თავი ვიმართლო?! ვერ გავიგე, რას ჰგავს ეს ყველაფერი, რა დაკითხვაა, რაშია საქმე, რა ზრდილობაა, რა კანონია. ეს არ არის რუსული თანხები, ეს არის სოლიკო ვირსალაძის, დიდი ქართველი მხატვრის თანხა, რუსეთს დავუტოვო, ისევ ტანკი და იარაღი რომ იყიდონ?!” – განაცხადა გოგი ხოშტარიამ, რომლის კომენტარს „იმედინიუს.ჯი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი