„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის. ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. თქვენი ქვეყნები ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი არიან. დღეს ლიდერების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყნები არიან ევროპული ოჯახის ნაწილი და დღეს ლიდერების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს შეხედულებებს. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს – ყველას აქვთ საქმე, ვიდრე შემდეგ ეტაპზე გადავლენ ვიცი, რომ სწრაფად იმოქმედებენ. მათ იციან, რამდენად გადამწყვეტია ეს მათი დემოკრატიებისთვის, ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის.
ეს გადაწყვეტილება ყველას გვაძლიერებს. ეს გადაწყვეტილება აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსული იმპერიალიზმის წინაშე. ეს აძლიერებს ევროპას, რადგან კიდევ ერთხელ აჩვენებს სამყაროს, რომ ჩვენ ერთიანები ვართ საგარეო საფრთხეების წინაშე“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.