პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა დასრულდა.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით შეხვედრაზე, რომელიც სამ საათს გრძელდებოდა ფორმატით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის, სატრანსპორტო, სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული თემები. საუბარი იყო რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც. აბაშიძის თქმით, გარდა ამ საკითხებისა, საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ ადამიანების გატაცების და რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველების საკითხსაც.
„ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან. აღვნიშნეთ, რომ ეს არის ელემენტარული ადამიანური ნორმების უგულვებელყოფა რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო ნორმებზე და სამართალზე“- განაცხადა აბაშიძემ. მისი თქმით, მიუხედავად კარასინის მხრიდან მცდელობისა აფხაზეთის რკინიგზის საკითხის განხილვა შეხვედრაზე არ მომხდარა. „ჩვენ ვუთხარით რომ ის ფორმულა, რაც მათი მხრიდან გაჟღერდა არის აბსოლუტურად მიუღებელი“- აღნიშნა აბაშიძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგორი კარასინს კომენტარი აღარ გაუკეთებია, თუმცა, შეხვედრის დაწყებამდე მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლის განხილვასაც საქართველოს პრემიერის წარმომადგენელთან აპირებდა.
"უწინდებურად ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე. თუმცა, საკითხი მარტივად არ დგას იმ მოვლენების გამო, რომელიც ახლა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთშია. გვინდა რომ ამ პროცესებმა როგორღაც გვერდი აუაროს ჩვენი და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას. თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ თემებზე და ნამდვილად შეგვიძლია რაღაც საკითხები გადავჭრათ ამ სფეროში. გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, გააქტიურდა კონტაქტები ჩვენს არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. მათ შორის, სტუდენტურ ორგანიზაციებს, მეცნიერებს შორის, რაც ძალიან კარგია, რადგან ხალხს საშუალება აქვს განიხილოს ყველა ის საკითხი, მათ შორის რთულიც, რომლებსაც აქ გავურბივართ, გასაგები მიზეზების გამო. ამჯერად, ჩვენი დელეგაცია გავაფართოვეთ. შევიყვანეთ ტრანსპორტის მინისტრის თანაშემწე და ამ სფეროში უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ," - განმარტა გრიგორი კარასინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.