თქვენ წარმოადგენთ მაგალითად ტელეკომპანია „ფორმულას“, ბატონი კეზერაშვილი არის ტიპიური, კლასიკური წარმომადგენელი ოლიგარქობის, ოლიგარქი, ნამდვილი. ადამიანი, რომელიც მართავს საკუთარი ბიზნესით, მოპარული, ნაძარცვი ფულით ტელევიზიებს აფინანსებს, პარტიებს და უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, გავლენების ქონა, ეს გავლენების სურვილია და მოპოვებაა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
კითხვაზე, ქვეყანაში სხვა ოლიგარქები თუ არიან, პრემიერმა ასე უპასუხა: სხვებიც თუ არიან, იმათაც მივხედავთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.