ორი ადამიანი დაიღუპა თელ-ავივში, უცნობი ბოროტმოქმედის მიერ ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ ოფისზე თავდასხმისას. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დანით შეიარაღებულმა პალესტინელმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანს ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.
„ჩვენ ოფისში ვიმყოფებოდით, როდესაც ყვირილი გავიგეთ. მაშინვე გარეთ გამოვვარდით. 10-15 წუთის განმავლობაში სრული ქაოსი იყო და რთული იყო იმის დადგენა, რა ხდებოდა. ამის შემდეგ პოლიციისა და უშიშროების წარმომადგენლები მოვიდნენ“, – აცხადებს „რაშა თუდეის“ კორესპონდენტი პოლა სლიერი. პოლიცია ბოროტმოქმედის დასაკავებლად ოპერაციას ატარებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.