ვულოცავ ქართველ ხალხს იმ გადაწყვეტილებას, რაც გუშინ ევროპული პერსპექტივის მინიჭების სახით გაჟღერდა, - თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს.
„კარგი იქნებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არაუშავს. არსებობს კონკრეტული მიმართულებები, რასაც განხორციელება სჭირდება და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. ხელისუფლებამ უკვე მიაღწია იმას, რომ დღეს საქართველო ასოცირებული წევრი ქვეყანაა, ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადავადგილდებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს - ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ერთად გააკეთა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.