ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: გამოდიან, საუბრობენ, თან ვინ, ძალა, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე არაფერი არ გაუკეთებია, პირიქით, შეგნებულად აფერხებდა ამ პროცესს
24-06-2022, 16:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

როდესაც ადამიანს ცილს გწამებენ, გაყენებენ შეურაცხყოფას, ცდილობენ ობსტრუქციის მოწყობას და ათას უმსგავსობას, ბუნებრივია, ადამიანს უჩნდება განცდა იმის, რომ იქ ყოველგვარი კონსტრუქციული ელემენტი არის გამოცლილი და მათი სურვილი არ არის კონსტრუქციული დიალოგის გამართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, თუ რა შეიცვალა და რატომ იყო პარლამენტში გამოსვლა განსხვავებული.

 

მისივე თქმით, დღეს მედიის წარმომადგენლებთან მას აქვს აბსოლუტურად ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგი და ყოველთვის მზად იქნება ამისთვის.

 

„მეორე შეკითხვა შეეხებოდა, რატომ არის განსხვავებული ფორმატი, სტილი. ამაზე ძალიან მარტივი პასუხია, როდესაც ადამიანს ცილს გწამებენ, გაყენებენ შეურაცხყოფას, ცდილობენ ობსტრუქციის მოწყობას და ათას უმსგავსობას, ბუნებრივია, ადამიანს უჩნდება განცდა იმის, რომ იქ ყოველგვარი კონსტრუქციული ელემენტი არის გამოცლილი და მათი სურვილი არ არის კონსტრუქციული დიალოგის გამართვა. მე დღეს თქვენთან მაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგი და ყოველთვის ვიქნებით მზად ამისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი მხრიდან არ ყოფილა არც ერთი წინგადადგმული ნაბიჯი.

 

„ჩვენ მათი მხრიდან არ გვინახავს არც ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ისინი გამოდიან, საუბრობენ, თან ვინ, ძალა, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე არაფერი არ გაუკეთებია, პირიქით, შეგნებულად აფერხებდა ამ პროცესს. ჩვენ რომ არ მოვსულიყავით, დღეს სად ვიქნებოდით, თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. ოპოზიციას შევახსენებ, რომ პირველი პირობა არის მათი შესასრულებელი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი