ბერნარდ კუშნერი: ფრანგი ხალხის რეაგირება გაგაოცებთ, ეს იქნება ძალიან თანმიმდევრული არა მხოლოდ თავდაცვის თვალსაზრისით, არამედ თავდასხმის ნაწილშიც
19-11-2015, 09:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ უნდა დაგავიწყდეთ 13 ნოემბერი, პარასკევი, ეს იქნება კრიტიკული წერტილი, - ეს კომენტარი საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების შეფასებისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა ქართველ ჟურნალისტებთან გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ფრანგი ხალხის რეაგირება იქნება ძალიან თანმიმდევრული არა მხოლოდ თავდაცვის თვალსაზრისით, არამედ თავდასხმის ნაწილშიც.



"რა თქმა უნდა მსფლიო შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ჯერ ბოლომდე არ ვიცით რამდენად ღრმა არის ეს ცვლილება. ჩვენ არ ვიცით რამდენად სასტიკნი არიან ეს ბარბაროსები. იმ შეტევის შედეგად, რომელიც მათ განახორციელეს, დაიღუპნენ ახალგაზრდები. ეს მოხდა იმიტომ, რომ მათ უნდათ შეიცვალოს ჩვენი სამყარო და გვთავაზობენ რაღაც შუასაუკუნეობრივ რეგრესს. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია და ამაზე საკმაოდ სერიოზული რეაგირება იქნება. თქვენ ნახეთ საფრანგეთის პრეზიდენტის რეაქცია, ასევე პარლამენტის და მინდა გითხრათ, რომ ფრანგი ხალხის რეაგირება გაგაოცებთ. ეს იქნება ძალიან თანმიმდევრული არა მხოლოდ თავდაცვის თვალსაზრისით, არამედ თავდასხმის ნაწილშიც", – განაცხადა ბერნარდ კუშნერმა და დაამატა, რომ საფრანგეთს დრო დასჭირდება, თუმცა ეტაპობრივად გადალახავს იმ ტკივილს, რომელიც პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი