ჩემი პირადი აზრია, რომ თბილისში ლევან კაჭარავას, იგივე ტილიკას შეკვეთილი მკვლელობის სათავეში დგას სწორედ ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.
„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ივანიშვილმა 90-იანი წლების სისხლიან რუსეთში სწორედ შეკვეთილი მკვლელობებითაც დააგროვა პირველადი მილიონები. მარტო ჩაცხრილული ოთარ კვანტრიშვილი გავიხსენოთ. ჩემი პირადი აზრია, რომ გუშინ თბილისში ლევან კაჭარავას, იგივე ტილიკას შეკვეთილი მკვლელობის სათავეში დგას სწორედ ბიძინა ივანიშვილი. მსხვერპლიც შემთხვევით არ იყო ფაქტობრივად გაქცეული საფრანგეთში, დღიდან ამ რეჟიმის მოსვლისა. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ მოკლული მილიონერი მხედრიონის დამრტყმელ ბირთვში იყო და სწორედ მაშინ გაიტაცეს ივანიშვილის ძმა, რომლის გამოსყიდვაშიც ოლიგარქმა, არსებული ინფორმაციით, დიდი თანხა გადაუხადა „მხედრიონს“. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ქვეყანას სათავეში ყველა უბედურებასთან ერთად ტერორისტიც უდგას“, - წერს შალვა ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.