რუსეთი, პირველად 1918 წლის შემდეგ, აღმოჩნდა დეფოლტის მდგომარეობაში, ანუ ვერ იხდის ვალებს. ეს უნიკალური შემთხვევაა, რადგან ვალებს იმიტომ კი ვერ იხდის, რომ ფული არა აქვს, არამედ იმიტომ, რომ ვერ ახერხებს ამ ფულის მიტანას მევალეებამდე საერთაშორისო სანქციების გამო (ე. წ. ტექნიკური დეფოლტი), - ამის შესახებ Facebook-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.
მისი თქმით, „ეს იმდენად ახალი და უცნაური მოვლენაა, რომ ძნელი სათქმელია, თუ როგორ წარიმართება მოვლენები“.
„მაგალითად, რუსეთი ყველას სთავაზობს, რომ ვალი გაუსტუმროს რუსულ რუბლებში. ბევრი, ალბათ აბსოლუტური უმრავლესობა, ამაზე უარს იტყვის. ბევრი დაიწყებს სასამართლო დავებს, რასაც მოჰყვება თანმდევი პროცედურები, რადგან, როცა ვალს ვერ ისტუმრებ, არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა მიზეზით ხდება ეს, ანუ რუსეთისათვის გამამართლებელი ვერ იქნება ის ფაქტი, რომ ე.წ. ტექნიკური მიზეზების გამო არღვევს ვალდებულებებს.
დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესი.
რუსეთი კიდევ მრავალი წელი იქნება უცნაური მოვლენების ეპიცენტრში“, - წერს გოცირიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.