დიახაც, მინისტრებს, ხიდაშელ–აგულაშვილს და მათ "რესპუბლიკურ" პარტიას, რომელიც კოალიცია "ქართულ ოცნებას" არიან ამოფარებულნი, არამც და არამც არ უნდა შერჩეთ საგარეჯოს შუალედური არჩევნებზე არასამართლებრივი ზემოქმედება და თავისი კანდიდატის გაყვანა პარლამენტში (ისედაც ბევრი "რესპუბლიკელია" იქ)! მეთორმეტე დღეა შიმშილობენ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები და მხარდამჭერები, ამ თავგანწირვამ ფუჭად არ უნდა ჩაიაროს, თორემ უფრო გათავხედდებიან ისინი, ვინც მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებს ისევე გააყალბებს, როგორც ეს გააკეთეს სამი კვირის წინათ საგარეჯოში! ამიტომ, მხოლოდ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოთხოვნით "პატრიოტთა ალიანსი" არ უნდა დაკმაყოფილდეს, როცა დიალოგს გამართავენ ხელისუფლებასთან, რაც ძალიან მალე მოხდება, რადგანაც შიმშილობის საპროტესტო მუხტი საშიშ ზღვარს (უწინარესად ხელისუფლებისათვის) უახლოვდება! დიახ, ალტერნატივა ასეთი უნდა იყოს, რომ თუ თანამდებობებიდან არ გადააყენებენ აღნიშნულ მინისტრებს, თ.ხიდაშელს და გ.აგულაშვილს, მაშინ, – საგარეჯოს არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.