შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით დუშეთის მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანა.
ამასთან, მოქალაქეთა საცხოვრებელ სახლებამდე მიყვანის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მობილიზებულია ტრანსპორტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ჟინვალი-ბარისახო-შატილის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა.
უამინდობის გამო შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი ღონისძიება ინტენსიურად ტარდება.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილეებთან ერთად იმყოფება სტიქიის ზონაში, ხვდება დაზარალებულ მოსახლეობას და სალიკვიდაციო ღონისძიებებს ადგილზე პირადად უწევს მონიტორინგს.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.