ნინოწმინდის მერიამ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის სიღნაღში ექსკურსია მოაწყო
27-06-2022, 17:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის გენდერულმა განყოფილებამ მოაწყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თხზულების კონკურსი თემაზე: „საქართველო ჩემი სამშობლოა“ და „მშვიდობა ჩემი თვალით“.

 


კონკურსის მეორე ტურის 15 გამარჯვებულისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ ორდღიანი ექსკურსია ქალაქ-მუზეუმის, სიღნაღის გასაცნობად მოაწყო.

 


მოსწავლეებმა ბოდბის მონასტერი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი და დიდი მხატვრის უნიკალური მინიატურების კოლექცია დაათვალიერეს.

 


„სიღნაღი ძალიან მოგვწონდა, მას სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ. ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა ქალაქის არა მხოლოდ კულტურული-არქიტექტურული, არამედ საოცარი ბუნებრივი პეიზაჟებიც: ალაზნის ველი, კავკასიის პეიზაჟები.

 


მადლობა მუნიციპალიტეტის მერიას, რომ დაპირება შეასრულა და დაუვიწყარი დღეები გვაჩუქა“, - განაცხადეს ექსკურსიის მონაწილეებმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი