თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება დაცული იყოს.
ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„სააკაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი პატიმარი და მას მოუწევს სასჯელის მოხდა. თუ რაიმე საჭიროებები აქვს, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ჰუმანიტარული მიზნებით, საქართველოში ყველანაირი მკურნალობაა შესაძლებელი. თუ რაიმე დამატებით აუცილებლობა იქნება, შესაბამისი უწყება, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.