თბილისში, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის აღდგენა დაიწყო
28-06-2022, 14:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის აღდგენა დაიწყო.

 


მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

 


„პუშკინის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. არსებული სივრცე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. გვინდა, სკვერი სრულად განვაახლოთ - ფილები მთლიანად შეიცვლება, ასევე, გამწვანების თარგები შეძლებისდაგვარად გაიზრდება, დაირგვება ხე-მცენარეები, შეიცვლებაგანათების სისტემა. ეს ძველი, კლასიკური სანათები ძალიან უხდება არსებულ სივრცეს, თუმცა, რეაბილიტაცია და განახლება სჭირდება. ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით და რადგანაც პუშკინის სკვერი ერთ-ერთი ცენტრალური სივრცეა თავისუფლების მოედანზე, ესეც იქნება ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 


რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა დამატებით გამწვანებული სივრცეები და შეიცვლება არსებული გამწვანებული თარგების გეგმარება. ასევე, განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა და დამატებით დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობისსისტემა. თარგებში ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება მწვანე ნარგავები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაიგება ბალახის საფარი.

 

 

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.

 

 

 

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი