საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარდ ცაზენევუმ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა "უნდა გაიღვიძონ" ტერორისტული საფრთხის გამო, მას შემდეგ რაც პარიზის ტერორისტულმა აქტებმა 129 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს განცხადება ფრანგმა მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გამოირკვა, რომ პარიზის ტერორისტული აქტების ერთ-ერთი ბელგიელი ორგანიზატორი საფრანგეთში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შევიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბელგიის პრემიერ მინისტრმა ჩარლზ მიშელმა დაიცვა ბელგიის უსაფრთხოების სამსახურები, იმ მტკიცების საპირწონედ, რომ შეტაკებების ორგანიზება ბელგიაში მოხდა.
ცაზენევუს განცხადება ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების დაგეგმილ საგანგებო შეხვედრამდე კეთდება. ბრიუსელში აღნიშნულ შეხვედრაზე მოელიან, რომ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების გარე საზღვრებზე საპასპორტო კონტროლი გამკაცრდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.