სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ
28-06-2022, 21:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

 


„ამის მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც წინა დღის განამვლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია. კერძოდ – მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რათა საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს“,- განაცხადა მდინარაძემ და დაამატა:

 

 

„მათ თქვეს ასეთი რამ, რომ ის ინფორმაცია, რაც არის სიმართლე და რაც სათქმელია საზოგადოებისთვის, არასაკმარისი დოზით გამოდის გარეთ კულისებიდან. ბუნებრივია, ყველა ქვეყანაში ხდება ასე, რომ ყველა პოლიტიკური მოვლენა არ გამოდის საჯაროდ - რაღაც რჩება კულისებში. ყოველთვის არის ის, რაზეც საუბარი შეუძლებელია. ისინი ამას ეთანხმებოდნენ, მაგრამ, მათივე აზრით, არსებობს რაღაც საკითხები, რაზე ლაპარაკიც ალბათ მეტად წაადგება გუნდს, ქვეყანას, საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას და ა.შ. ერთადერთი განსახილველი და საკამათო საკითხი ეს იყო. სხვა არანაირი პრეტენზია მათ არ გამოუთქვამთ. პირიქით, ისინი ფიქრობენ, რომ თუ „ქართულ ოცნებაში“, ჩვენი პარტიის ქოლგის ქვეშ იქნებიან, რაღაცაზე, რაც, მათი აზრით, სათქმელია, ვერ ისაუბრებენ. ამაში ჩვენ არ ვეთანხმებოდით. ისინი ტოვებენ პარტიას, საპარლამენტო თანამდებობებს, მაგრამ არა მანდატებს, და განმარტავენ, რომ ამ ქმედებით შესაძლოა კიდევ უფრო მეტ საქმეს გააკეთებენ, ვიდრე აქამდე. ამაში ჩვენ არ ვეთანხმებოდით“.

 

 

პარლამენტში სოზარ სუბარი თვითმმართველობის, დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის, ხოლო მიხეილ ყაველაშვილი სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეა და მათი მმართველი პარტიიდან და ფრაქციიდან წასვლის გამო სამივე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური ხდება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი