გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გლდანულაში, N7 – 7ა საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 1 800 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით,330 000 ლარი არის გათვალისწინებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.