სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუზეუმის მხარდაჭერის საბჭოს სხდომა გაიმართა
29-06-2022, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუზეუმის მხარდაჭერის საბჭოს სხდომა გაიმართა.

 

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორმა, სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ზვიად კვიციანმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ხუთი თვის მანძილზე შესრულებული სამუშაოების შუალედური ანგარიში.

 

სხდომას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მერიის თანამშრომლები, მერის რწმუნებულები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის სასულიერო პირები და პედაგოგები.

 

სხდომაზე განხილულ და დატკიცებულ იქნა საბჭოს წესდება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:

 

საბჭოს თავმჯდომარე - სსიპ ეროვნული მუზეუმის, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორი, სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფ. ზვიად კვიციანი;

 

საბჭოს საპატიო თავმჯდომარეები - მაღალყოვლადუსამღვდელოესი, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მიტროპოლიტი ილარიონი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი.

 

საბჭოს წევრები:

 

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის თანამშრომლები;

 

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის სასულიერო პირები;

 

მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის მუშაკები და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები (გამგებლები);

 

მესტიის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ძეგლების დაცვა, შესწავლასა და აღორძინების საკითხში.

 

საბჭოს მიზანია მხარი დაუჭიროს სსიპ ეროვნული მუზეუმის, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის ბაზაზე საექსპერტო-სამეცნიერო საქმიანობის აღდგენას.

 

ასევე ზრუნვა, სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და შესწავლის საკითხებზე და ამ დარგში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის კონსულტაციის გაწევა.

 

გარდა ამისა, საბჭოს ამოცანას წარმოადგენს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობისთვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აგრეთვე მოსახლეობაში გაბნეული არტეფაქტებისა და ექსპონატების შესყიდვა/გადაცემა მუზეუმისათვის.

 

ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი