ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მაქსიმე აღმსარებლის ტაძრიდან სოფლის ცენტრალურ გზამდე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ცაგერის მერიის ცნობით, სოფელ ჩხუტელში ასევე, გზის მეორე მონაკვეთის მოწყობაც მიმდინარეობს გორის უბანში.
ამ ეტაპისთვის განხორციელებული სამუშაოები სოფლის მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ალუდა თუთისანმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
მაქსიმე აღმსარებლის ტაძრიდან სოფლის ცენტრისკენ მიმდინარე სამუშაოებს ახორციელებს შ.პ.ს ,,ჯთბ გოლდენ ეიჯ". პროექტის ღირებულებაა 370 379 ლარი.
სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.