მიხეილ სააკაშვილი კიევში დავით ყიფიანის გარდაცვალებას გამოეხმაურა
21-02-2014, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კიევში დავით ყიფიანის გარდაცვალებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იგი წერს:

 


"კიევში ორი ტყვიით მოკლეს დათო ყიფიანი, საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა. რისთვის იყო ის უკრაინაში? უკრაინის მტრები ამბობენ, რომ დათოსნაირი ბიჭები დაქირავებულები არიან. დეკემბერში, კიევში ყოფნისას მე ვნახე დათო და მისი თანამებრძოლები, თავი უხერხულად ვიგრძენი, რომ მათ მატერიალურად ვერ ვეხმარებოდი. ისინი თავისი კაპიკ-კაპიკ ნაგროვები ფულით ჩავიდნენ კიევში და დიდ ხელმოკლეობას განიცდიდნენ.

 


დათო იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრობის" წევრი, მაგრამ იქ არ ყოფილა პარტიული ან რაიმე სხვა პოლიტიკური ინტერესებისათვის. ბევრი კითხვას სვამს თუ რას აკეთებენ ქართველები უკრაინაში, ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენი ბრძოლა, სინამდვილეში მაიდანზე, სადაც ჩვენ თვალწინ ხდება რუსეთის იმპერიის დასამარება, საქართველოს ბედი წყდება. სწორედ იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რატომ იყო დათო ყიფიანი უკრაინაში უნდა გავიგოთ ის, თუ რატომ ჩამოდიოდნენ უკრაინელები საქართველოში.

 


დათომდე ცოტა ხნით ადრე დაღუპული იური ვერბიცკი უკრაინული პრესის ცნობით საქართველოს დასაცავად იბრძოდა აფხაზეთში. ყველას ვისაც აფხაზეთის ომი ახსოვს, იცის ისტორია რუსეთის სპეცრაზმის მიერ გარშემორტყმულ უკრაინელ მებრძოლებზე. უკრაინელები ხმამაღლა ყვიროდნენ "Грузины не сдаются" და ბოლო ტყვიამდე ებრძოდნენ მტერს. მაშინ, უკრაინელები იბძოდნენ საქართველოსთვის და ესეიგი უკრაინისთვის. დათო კიევში იბრძოდა უკრაინისთვის და ესეიგი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის და ესეიგი თავისუფლებისთვის!

 

 

დათოს პატარა შვილს, მამა ალბათ არ ემახსოვრება, მაგრამ ის გაიზრდება იმპერიისგან განთავისუფლებული უკრაინისა და საქართველოს პირობებში და ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებდა მაიდანზე. დათოს დაუპირეს ამ დროშის ხელიდან გამოგლეჯა, მან დროშა არ დახარა, ღირსება შეინაჩუნა და შემდეგ თავიც გაწირა, მაგრამ უკრაინული მაიდანიდან ის გამარჯვებული წავიდა", - ასე ასრულებს მიხეილ სააკაშვილი მის მცირე წერილს კიევში მოკლული ქართველი ახალგაზრდა კაცის, დავით ყიფიანის შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი