ძლიერი წვიმების შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში, ჭალის უბანში, ადიდებულმა ცხენისწყალმა დააზიანა დამცავი ჯებირი და დატბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მოსახლეობის დამხმარე ნაგებობები.
სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მერის მოადგილე ალუდა თუთისანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რეზო ხეცურიანი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს ჯებირის აღდგენის და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.