რომან გოცირიძე: ყველაფერი გამჟღავნდა... „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ქვეყანა რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს, „ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ყველაფერი დარჩეს ძველებურად
30-06-2022, 11:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართულ ოცნებას“ არ უნდა ქვეყანა რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს. „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ყველაფერი დარჩეს ძველებურად, რაც ძალაუფლების უზურპირებას, რეპრესიებს, ფინანსების მითვისებას და დაუსჯელობას ნიშნავს, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

 


„ყველაფერი გამჟღავნდა. „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა ევროკავშირში კანდიდატობაზე განაცხადის შეტანა, რადგან იცოდა, რომ მოუწევდა ვალდებულებების შესრულება. ეს ვალდებულებები მათ არაფორმალურ და არადემოკრატიულ მმართველობას უთხრიდა ძირს. ამიტომ ამბობდნენ ბოლო მომენტამდე, რომ 2024 წელს შეიტანდნენ განაცხადს. შემდეგ იძულებული გახდნენ ეს გაეკეთებინათ, რადგან უკრაინა და მოლდოვა ამ გზას დაადგა და ევროკავშირმაც (როგორც სოზარ სუბარმა გაამხილა), სალომე ზურაბიშვილის პირით შემოგვითვალა, რომ ჩვენც შევვერთებოდით. ანუ, ფაქტობრივად სამივე ქვეყნის საკითხი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ივანიშვილმა ჩაშალა. ეს დაადასტურა სალომე ზურაბიშვილმაც მის ბოლო პერიოდის განცხადებებში.

 


უფრო მეტიც, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ქვეყანა რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს, რადგან მას მოსდევს კიდევ უფრო მეტი ვალდებულებების შესრულება (რაც ვნახეთ უკრაინისა და მოლდოვის მაგალითზეც).

 


„ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ყველაფერი დარჩეს ძველებურად, რაც ძალაუფლების უზურპირებას, რეპრესიებს, ფინანსების მითვისებას და დაუსჯელობას ნიშნავს.

 

 

საკუთარი კეთილდღეობა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ - ესაა ბიძინა ივანიშვილის კლანის სამოქმედო პროგრამა. არ გამოუვათ“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი