საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და რეფორმების განხორციელების პროცესში ნატოს ჩართულობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტზე“, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების მწვავე გარემო.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. დელეგაციის წევრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. სტუმრებმა სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრიც დაათვალიერეს, რომელიც ნატოს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. დღესვე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.