GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ზოგიერთი სახელმწიფო მზად არ არის შეეგუოს მსოფლიოში დომინირების დაკარგვას და ცდილობს შეინარჩუნოს უსამართლო ერთპოლარული მოდელი, ერთი ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის დომინირება კი მსოფლიო არენაზე სახიფათოა და აუცილებლად წარმოშობს მასშტაბურ, სისტემურ რისკებს.
„ზოგიერთი სახელმწიფო მზად არ არის შეეგუოს მსოფლიო არენაზე დომინირების დაკარგვას და ცდილობს შეინარჩუნოს უსამართლო ერთპოლარული მოდელი. ეგრეთ წოდებული წესებზე დაფუძნებული წესრიგის და სხვა საეჭვო ცნებების საფარქვეშ ისინი ცდილობენ, გააკონტროლონ და წარმართონ გლობალური პროცესები საკუთარი შეხედულებისამებრ; ატარებენ დახურული ბლოკების და კოალიციების შექმნის კურსს, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასარგებლოა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის – ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე გამოსვლისას.
მისი თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა მონაწილეთა ბუნებრივი უფლებები იგნორირებულია და უსაფრთხოების განუყოფლობის ფუნდამენტური პრინციპი შერჩევით არის განმარტებული.
„დასავლეთის მიერ სუვერენულ სახელმწიფოებზე დაწესებულმა ცალმხრივმა არალეგიტიმურმა სანქციებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. ერთი სიტყვით, ერთი ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის დომინირება მსოფლიო არენაზე არა მხოლოდ არაპროდუქტიულია, არამედ სახიფათოც და უცილობლად წარმოშობს მასშტაბურ, სისტემურ რისკებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.