სამგორში, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
01-07-2022, 12:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, სამგორის რაიონის ორგანიზებითა და „ჰუალინგ ჯგუფის“ მხარდაჭერით, ჰუალინგის პარკში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ფესტივალისაბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა.

 


აღსანიშნავია, რომ ღონისძიების იდეა სამგორის რაიონის ახალგაზრდებს ეკუთვნოდათ და ღონისძიებაც მათივე ჩართულობით გაიმართა.

 


საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენება დიდ ეკრანზე, ასევე, წარმოდგენილი იყო მოძრაობის თეატრი, კონტაქტური ზოოპარკი, ფრანების, მასკოტების, ანიმატორების, საპნის ბუშტების შოუ. სპორტული ატივობების ფარგლებში, ჩატარდა კინგბოქსინგისა დაჭიდაობის მასტერკლასი; მოეწყობა ფრენბურთის სივრცე, მაგნიტური დართსი, ბურთის სროლა მიზანში და სხვ.

 


სტარტაპერების სივრცეში გაიმართა ყვავილებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ხატვის მასტერკლასიც.

 


მრავალფეროვანი გემოების მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული STREET FOOD.

 


ფესტივალი დაიხურა მუსიკალური პროგრამით, რომლის ფარგლებშიც მაყურებლის წინაშე წარდგნენ ჯგუფი „ურსა“ და „გელა გნოლიძე & ღამის შოუს ბენდი“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი