განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივა წარმატებით ხორციელდება.
სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერების გზებისა და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით საქართველოს მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი ესტუმრა. ბრიგადის გენერალ სტეფან კოვიტცს გენერალურ შტაბში თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გენერალი სტეფან კოვიტცი თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძეს, ეროვნული გვარდიის მეთაურს, ბრიგადის გენერალ რომან ჯოხაძესა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, პოლკოვნიკ ავთანდილ აბაშიძეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაფასეს და ყურადღება სამხედრო სამედიცინო სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს.
გენერალი სტეფან კოვიტცი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო სამედიცინო ინფრასტრუქტურას გაეცნო. გერმანელი გენერალი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას ხელმძღვანელობს და საქართველოს მეოთხედ სტუმრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.