საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, ნაყინის ფესტივალი იმართება. ღონისძიებაში 25-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის, ნაყინის მცირე მეწარმეები და ნაყინის მასობრივი მწარმოებლები.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს თემატური ფოტოკუთხეები, სახალისო
აქტივობები, პრიზები, ზღაპრის გმირები და ანიმატორები დახვდებათ,
სპეციალურად მოწვეული დიჯეის მუსიკალური გაფორმების ფონზე, ჩატარდება
კოქტეილის მასტერკლასები.
ღონისძიება „რანინას“ საიუბილეო სეზონის მონაწილეების კონცერტით გაიხსნა.
დამთვალიერებლებს შეუძლიათ, შეიძინონ თემატური ხელნაკეთი ნივთები, ასევე,
გაეცნონ ნაყინის მრავალფეროვნებას.
„დიდი ნაყინობანა“ ბოტანიკურ ბაღში მესამედ იმართება. ფესტივალმა სტარტი
2019 წელს აიღო. ის ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს ბაზარზე ახალი,
ხელნაკეთი ნაყინის მწარმოებლების განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებას.
ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ ორი დღის განმავლობაში, 14:00-დან 20:00
საათამდე გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.