საბურთალოს გამგეობა დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების ახორციელებს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 849 მეტრზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა და 8200 კვ.მფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად გაეცნო.
ამ დროისთვის, დავარის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. გასულ წელს ქუჩის ზედა მონაკვეთი მოწესრიგდა, ახლა კი ქუჩის დარჩენილი ნაწილი კეთილმოეწყობა.
პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 900 000 ლარი გამოიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.