ქუვეითის შსს-ს ინფორმაციით, ქუვეითში დაკავებული ისლამისტური დაჯგუფება იარაღს უკრაინაში ყიდულობდა
20-11-2015, 01:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუვეითში დაკავებული ისლამისტური დაჯგუფება იარაღს უკრაინაში ყიდულობდა. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ ქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

 

 

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი ჯგუფი, რომელსაც ლიბანის მოქალაქე ვინმე უსამა ჰაიათი ხელმძღვანელობდა. დაკითხვის დროს მან აღიარა, რომ ტერორისტებისთვის განკუთვნილ იარაღს უკრაინაში ყიდულობდა, შემდეგ კი, თურქეთის გავლით სირიაში აგზავნიდა.

 

 

სააგენტო "ესოშიეითედ პრესი" წერს, რომ საუბარია ჩინური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს FN6-ზე, რომელიც დაბალ სიმაღლეებზე თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების განადგურებისთვისაა განკუთვნილი.

 

 

ლიბანელმა ექსტრემისტმა ასევე დაადასტურა, რომ ჯგუფის დაკავეუბულ წევრებთან "ისლამური სახელმწიფოსთვის" ახალი მებრძოლებს იბირებდა, ტერორისტებისთვის თანხებს აგროვებდა, რომელსაც შემდგომში, თურქეთში, მათ საბანკო ანგარიშზე რიცხავდა.

 

 

ადგილობრივი სააგენტო "კუნას" ცნობით, დაჯგუფებაში ქუვეითის მოქალაქე, 5 სირიელი, ორი ავსტრალიელი და ეგვიპტელი შედიოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი