ირაკლი ღარიბაშვილი: ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე რეგიონის მცხოვრებთათვის
05-07-2022, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე რეგიონის მცხოვრებთათვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

 

პრემიერ-მინისტრმა ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, მოწვეულო სტუმრებო, ბატონო ელჩო, მეუფევ, მოგესალმებით! დიდი პატივია ჩემთვის ამ მართლაც ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მართლაც ერთ-ერთ გამორჩეულ, ისტორიული მნიშვნელობის პროექტს ჩავუყაროთ საფუძველი. მე მინდა რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი “ქართუს“ მიერ. როგორც ბატონმა მინისტრმა აღნიშნა, ეს არის 1 მლრდ ევროს ღირებულების პროექტი, უნიკალური პროექტი, რომელიც მოიცავს მსოფლიო დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსით, და, ახლა უკვე, დღევანდელი პროექტის პრეზენტაციაც სახეზეა. ჩვენ, ყველანი, დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით ეს პროექტი განხორციელდა საქართველოში. ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ექნება შესაძლებლობა, რომ სწორედ აქ, საქართველოში, მიიღონ თანამედროვე, ევროპული დონის შესაბამისი განათლება და, მართლაც, შეიძლება ითქვას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ექნება მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი მოღვაწეობს და მოქმედებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა, პროფესორთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამები. კომფორტული, უსაფრთხო თანამედროვე კამპუსი, სტუდენტური საცხოვრებლები, 180 ჰა-ზე განთავსებული ეკოლოგიურად სუფთა, ტყით გარშემორტყმული ეს კომპლექსი თანამიმდევრულად ყალიბდება რეგიონში მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების წამყვან ცენტრად. ჩვენ ვიწყებთ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას და პროექტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში ეს ცენტრი არის საკვანძო ნაწილი.

 

ეს პროექტიც მთლიანად, მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, ფონდი „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

 

კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვის. ერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც განსაკუთრებით ეფექტიანია სიმსივნით დაავადებულთა და, განსაკუთრებით, ბავშვთა მკურნალობისთვის. ეს იქნება რეგიონში უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტი, საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება, როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ისე რეგიონის მცხოვრებთათვის.

მეორე ციკლოტრონი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებას, სადაც წარიმართება უმნიშვნელოვანესი კვლევები სამედიცინო, ბირთვულ და რადიაციულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში.

მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting-ი, რომელსაც ამ სფეროში ცენტრების პროექტირების ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას, დიდი მადლობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტემ.

 

საზოგადოებას დისტანციურ ფორმატში სიტყვით ასევე მიმართეს უნივერსიტეტის საპატიო რექტორმა ვოლფგანგ ჰერმანმა და დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ სებასტიან შმიდტმა.

 

ღონისძიების ფარგლებში, ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილს მოეწერა ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა. სიმბოლური კაფსულა მშენებლობის ადგილზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პიერ მოტემ ჩადეს.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა მთლიანად ფონდი „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული. ცენტრი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით ფუძნდება. კომპანიამ ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი უკვე ააწყო. ერთი ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებით, რაც უაღრესად ეფექტიანია სიმსივნით დაავადებულთა, განსაკუთრებით კი, ბავშვთა მკურნალობისთვის. მეორე ციკლოტრონი კი, განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში.

 

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ადრონული თერაპიის ცენტრი საერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვისისე რეგიონის მცხოვრებთათვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა

 

მთავრობის მეთაურის თქმითპროექტი მთლიანად ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

 

პრემიერ-მინისტრმა ფონდ „ქართუს“ და მის ხელმძღვანელობას პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მოგესალმებითძვირფასო სტუმრებომთავრობისა და პარლამენტის წევრებომოწვეულო სტუმრებობატონო ელჩომეუფევმოგესალმებითდიდი პატივია ჩემთვის ამ მართლაც ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვისრომ მართლაც ერთ-ერთ გამორჩეულისტორიული მნიშვნელობის პროექტს ჩავუყაროთ საფუძველი. მე მინდა რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებასთუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი “ქართუს“ მიერროგორც ბატონმა მინისტრმა აღნიშნაეს არის 1 მლრდ ევროს ღირებულების პროექტიუნიკალური პროექტირომელიც მოიცავს მსოფლიო დონისსაერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნივერსიტეტის მშენებლობასრომელიც უკვე სახეზეა და აშენებულია თავისი კამპუსითდაახლა უკვედღევანდელი პროექტის პრეზენტაციაც სახეზეაჩვენყველანიდიდი მადლიერებით აღვნიშნავთ იმ ფაქტსრომ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით  ეს პროექტი განხორციელდა საქართველოშიჩვენს მოქალაქეებსჩვენს შვილებსმომავალ თაობას ექნება შესაძლებლობარომ სწორედ აქსაქართველოშიმიიღონ თანამედროვეევროპული დონის შესაბამისი განათლება დამართლაცშეიძლება ითქვას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშესაქართველოს ექნება მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცეთქვენ კარგად მოგეხსენებათრომ ამ სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი მოღვაწეობს და მოქმედებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერთაპროფესორთა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამებიკომფორტულიუსაფრთხო თანამედროვე კამპუსისტუდენტური საცხოვრებლები, 180 ჰა-ზე განთავსებული ეკოლოგიურად სუფთატყით გარშემორტყმული ეს კომპლექსი თანამიმდევრულად ყალიბდება რეგიონში მეცნიერებისგანათლებისა და ტექნოლოგიების წამყვან ცენტრად. ჩვენ ვიწყებთ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილისადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობას და პროექტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში ეს ცენტრი არის საკვანძო ნაწილი.

ეს პროექტიც მთლიანადმინდა აღვნიშნო ხაზგასმითფონდი „ქართუს“ მიერაა დაფინანსებული და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია IBA-სთან თანამშრომლობით წარიმართება.

კომპანიამ უკვე ააწყო ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი ადრონული თერაპიის ცენტრისთვისერთი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებითრაც განსაკუთრებით ეფექტიანია სიმსივნით დაავადებულთა და,  განსაკუთრებითბავშვთა მკურნალობისთვისეს იქნება რეგიონში  უპრეცედენტო და უნიკალური მნიშვნელობის პროექტისაერთაშორისო მასშტაბის სამედიცინო დაწესებულება,  როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვისისე რეგიონის მცხოვრებთათვის

მეორე ციკლოტრონი დაეთმობა პროტონული თერაპიის ცენტრისა და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ჩამოყალიბებასსადაც წარიმართება უმნიშვნელოვანესი კვლევები სამედიცინობირთვულ და რადიაციულ ფიზიკასა და ბიოფიზიკაში

მშენებლობას განახორციელებს კომპანია IDOM Consulting-რომელსაც ამ სფეროში ცენტრების პროექტირების ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღემადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მის  ხელმძღვანელობასდიდი მადლობა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებშიმოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმარომელმაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრაასევესაერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პიერ მოტემ.

 

საზოგადოებას დისტანციურ ფორმატში სიტყვით ასევე მიმართეს უნივერსიტეტის საპატიო რექტორმა ვოლფგანგ ჰერმანმა და დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორმაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ სებასტიან შმიდტმა

ღონისძიების ფარგლებშიადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილს მოეწერა ხელირომელიც კაფსულაში განთავსდასიმბოლური კაფსულა მშენებლობის ადგილზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმასაერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და IBA-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პიერ მოტემ ჩადეს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა მთლიანად ფონდი „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებულიცენტრი სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანია  IBA-სთან თანამშრომლობით ფუძნდებაკომპანიამ ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ულტრათანამედროვე ციკლოტრონი უკვე ააწყოერთი ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე თერაპიის მეთოდებითრაც უაღრესად ეფექტიანია სიმსივნით დაავადებულთაგანსაკუთრებით კიბავშვთა მკურნალობისთვისმეორე ციკლოტრონი კიგანკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში

 ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი