გლდანის გამგეობა რაიონში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, საგზაო სამუშაოები ჯავახეთის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1 234 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება, 4 129 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, 1 555 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობაბეტონის გზა. აქამდე, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლეობა მოწესრიგებული გზით ისარგებლებს.
სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის განხორციელებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 676 320 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.