წყნეთში, ამილახვრის N23-ში სპორტული მოედანი აღადგინეს
06-07-2022, 11:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვაკის რაიონის გამგეობამ წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, აღნიშნული პროექტი, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 274 000 ლარია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა.

 


„ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. შესაბამისად, ყველა პროექტში გათვალისწინებულია სპორტული სივრცეების არსებობა იმისთვის, რომ ახალგაზრდები სპორტით დაკავდნენ. წყნეთში, ამილახვრის N23-შიარსებული სპორტული მოედანი მთლიანად კეთილმოწყობილია. გარშემოგულშემატკივართა ტრიბუნა განთავსდა. ამ პროექტის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სპორტული ინფრასტრუქტურაშენარჩუნებულიყო. დაახლოებით, 274 ათასი ლარი დაიხარჯა პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ამილახვრის N23-ში არსებული თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთის მოედანი 960 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსდა, სადაც რბილი საფარი დაიგო. მოედანი შემოიღობა, მოეწყოგანათების სისტემა, ასევე, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი