თბილისში, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის აღდგენითი სამუშაოები იწყება
06-07-2022, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერია კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის აღდგენით სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


„მინდა, კიდევ ერთი სიახლემივაწოდო საზოგადოებას - ვიწყებთ კონსტანტინეგამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღისსარეაბილიტაციო სამუშაოებს.აღნიშნული ბაღი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. განადგურებულია ფილები, არის მწვანე სივრცის ნაკლებობა. თვითონ ბაღი პატარა ტერიტორიას მოიცავს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მასში, რაც შეიძლება გაიზარდოს მწვანე სივრცეების ფართობი, დაირგოს ხე-მცენარეები, მოწესრიგდეს სარწყავი სისტემა, დამონტაჟდეს განათების სისტემა. გარდა ამისა, ბაღში ამ ეტაპზე, საპარკე ინფრასტრუქტურა განადგურებულია, თუმცა, ყველაფერი იქნება განახლებული და მოწესრიგებული. დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ყველა ადამიანს, რომელიც აღნიშნული სივრცითსარგებლობს, ძალიან მოეწონება. მეც, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება და დედაქალაქსბევრი მწვანე სივრცე ემატება. ბედნიერებაა, რომ ყველა რეაბილიტირებული პარკი თუ სკვერი, საღამოობით სავსეა მოქალაქეებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თბილისს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება, რასაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა კახ კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი