ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
20-11-2015, 01:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების გარდა, ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

 


ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში, პრაღაში, გუშინ გამართული მორიგი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 


"შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ადამიანების სისტემატური დაკავებების, გალის რაიონის სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის შეზღუდვისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მავთულხლართების აღმართვის თაობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის ამგვარი ნაბიჯები წარმოადგენს როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის, ადამიანური ნორმების უხეშ დარღვევას.

 

 

ყოველივე ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ითქვა, რომ ზემოაღნიშნულის პრევენციისთვის ქართული მხარე იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ დიპლომატიურ ბერკეტებს საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების განხილვისა და მოგვარების უმთავრეს ფორმატს. აღინიშნა, რომ 2015 წლის 9 თვის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,9%-ით იკლო და 530,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთში საქართველოს ექსპორტი შემცირდა 47,1%-ით და განისაზღვრა 112 მლნ აშშ დოლარით.

 

 

 

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის კლების მიუხედავად, შეიმჩნევა მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთის მიმართულებით ქართული კომპანიების მიერ სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების კუთხით. კერძოდ, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც საავტომობილო, ისე საავიაციო მიმოსვლის მოცულობა, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას (14,6%)", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

 


ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რათა უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს.

 


გარდა ამისა, განხილულ იქნა ასევე ჰუმანიტარული საკითხები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში იხდიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით და აღინიშნა, რომ სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც ჩვენი ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს.

 


ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში პრაღაში მორიგი შეხვედრა გუშინ გაიმართა. ქართული მხრიდან შეხვედრაში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი კვანჭახაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან სალუქვაძე მონაწილეობდნენ. რუსეთის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილე, სტატს-მდივანი გრიგორი კარასინი, ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველი იგორ პეტროვი და საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის საქართველოს განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაქსიმ ლიტვინოვი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი