გერმანიის მიერ საქართველოსთვის შეძენილი 13 სეისმური სადგურიდან 5 მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის ხეობაში განლაგდება
06-07-2022, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გერმანულ-ქართული პროექტის ფარგლებში, რომელიც დააფინანსა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გერმანულმა მხარემ საქართველოსთვის შეიძინა 13 სეისმური სადგური. სადგურების ინსტალაციას კი ახორციელებს ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოფიზიკის ინსტიტუტი.

 


პროექტის ფარგლებში გადაწყდა სადგურების განთავსება ქვეყნისთვის სტრატეგიულ ადგილებში, ასევე მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში სადაც სეისმურობა ნაკლებად არის შესწავლილი და რეგიონი მიდრეკილია გეომორფოლოგიური საფრთხის მიმართ როგორიცაა მეწყერები. მიწისძვრები როგროც წესი იწვევენ მეწყერების გააქტიურებას. მაგალითად 1991 წელს რაჭის მიწისძვრას მოყვა ათასზე მეტი მეწყერი მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

 

პირველ ეტაპზე მოხდა 8 სეისმური სადგურის განლაგება ენგურჰესის ირგვლივ. მათგან 4 სადგური ზედაპირულია, ერთ-ერთი კი აფხაზეთშია, რომელიც გერმანელმა კოლეგამ დაამონტაჟა. 3 სადგური 30 მეტრის სიღრმის ჭაბურღილშია, მეოთხე 250 მეტრიან ჭაბურღილში. ეს უნიკალური შემთხვევაა რადგან არა თუ საქართველოში, არამედ მთელ პოსტ საბჭოთა სივრცეშიც კი ასეთ სიღრმეზე სეისმური აპარატურა საერთოდ არ ყოფილა დამონტაჟებული.

 


სადგურებმა ენგურჰესის რაიონში ბევრი მიწისძვრა დააფიქსირა მცირე მაგნიტუდით, რაც მანამდე ცნობილი არ იყო.

 


პროექტის მეორე ეტაპზე გადაწყდა 5 სადგურის განლაგება ჭუბერის ხეობაში. ხეობა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული თემია, რომელიც მიდრეკილია მეწყერებისკენ. მოსახლეობის შენარჩუნება მთიან რეგიონში კი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
ჭუბერის რაიონის სეისმურობა არასოდეს ყოფილა შესწავლილი დეტალურ დონეზე. აქ მხოლოდ ერთი ნაციონალური ქსელის სეისმური სადგურია განლაგებული, რომელიც საერთოდ არ არის საკმარისი სუსტი მიწისძვრების შესასწავლად.

 


სუსტი მიწისძვრების არეების გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი პირდაპირ გვიჩვენებენ აქტიურ სტრუქტურებს, სადაც მომავალში შეიძლება განხორციელდეს საშუალო და ძლიერი მიწისძვრები. ამ ინფორმაციის მოპოვება უაღრესად მნიშვნელოვანია ჭუბერის თემის უსაფრთხოებისთვის ბუნებრივი კატასტროფების მიმართ როგორიცაა მიწისძვრა და მის მიერ ინიცირებული მეწყერები.

 


სამუშაოები დაიწყება ა.წ. 6 ივლისიდან და გაგრძელდება 19 ივლისამდე.

 


სადგურები განლაგდება მოსახელობისგან მოშორებით წყნარ ადგილებში, რათა შეუფერხებლად მოხდეს სუსტი მიწისძვრების ინიცირება. სეისმური სადგურები იქნება ავტონომიურ კვების წყაროზე მზის პანელების გამოყენებით. მონაცემები გადაეცემა უწყვეტ რეჟიმში ინტერნეტით გეოფიზიკის ისნტიტუტის სერვერზე, რომელიც ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი