თბილისში მეტეხის ხიდის აღდგენის მეორე ეტაპი დაიწყო
06-07-2022, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


მეტეხის ხიდის აღდგენის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილში აღდგენილია.

 


მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

 


„მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ, გზის სავალი ნაწილი გავყავით და ერთ მხარეს გადაადგილების შესაძლებლობა დავტოვეთ. მეორე მხარეს, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, ყველაფერი მოწესრიგდა. ქვედა ფენებში უკვე დაგებულია ასფალტის საფარი, შეიცვალა ფილები და მოაჯირები მთლიანად რეაბილიტირდა. ასევე, ეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომ წვიმის დროს ხიდზე პრობლემა არ არსებობდეს. ამ ეტაპზე, მოძრაობა გადაერთო გზის მეორე მხარეს. ეს სივრცეც მოწესრიგდება და პროექტი სექტემბერში მთლიანად დასრულდება. როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, ხიდის ფასადი, იქნება რეაბილიტირებული და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, გზის სავალი ნაწილის ქვევით, საიზოლაციო დამცავი ფენები ეწყობა. ასევე, ასფალტბეტონის საფარი დაიგება, ტროტუარი განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება. გარდა ამისა, გამაგრდება ფასადები და თაღები, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება.

მეორე ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს შეიზღუდება.

 

 

დედაქალაქის მერთან ერთად, სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, კრწანისის და ისნის რაიონების გამგებლები - ბექა მიქაუტაძე და ნიკოლოზ ელისაშვილი, ასევე, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე გაეცნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი