დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხის ინტერესები და ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80-85% უჭერს მხარს, ყველას გვინდა, რომ ვიყოთ ცოცხლები, იყოს მშვიდობიანი, ძლიერი ქვეყანა და გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი და ევროპა ჰქვია და არა განადგურებული, დაბეჩავებული, დანგრეული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ომს, რადგან ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„პირველ რიგში, ომი არ დაიწყება, საქართველოში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე. ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს პირველ ადგილზე წამოწეული. ქვეყანამ ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება. ეს იქნება უდიდესი პრობლემა. ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითზე, თუმცა, ამ მაგალითს რომ თავი დავანებოთ, ყველამ კარგად გავიხსენოთ, 2008 წელს რა ხდებოდა ქვეყანაში - დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული სოფლები, უამრავი ადამიანის დაკარგული სიცოცხლე, მთავრობის გაქცეული წევრები, დანგრეული ქალაქები და ა.შ. ომი არის ძალიან მძიმე რამ. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.