ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა
06-07-2022, 18:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა.

 


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და IMF-ს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დამტკიცებული ახალი პროგრამის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე.

 


ასევე, განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მაკროეკონომიკური პარამეტრები. აღინიშნა, რომ საქართველო ინარჩუნებს პოზიტიურ დინამიკას და იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ია.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებიც პრიორიტეტულია საქართველოს მთავრობისთვის. მათ შორის, ხაზი გაესვა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას.

 


პრემიერ-მინისტრმა ჯიჰად აზურს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და იმ სამუშაოებისათვის, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის ახორციელებს.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე ფრანსისკო პაროდი და IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი