თბილისის რიგით 25-ე ჯაზფესტივალი იწყება
07-07-2022, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისი 7-9 ივლისს, რიგით 25-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებას შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

 


7 ივლისი - ხუთი გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურაბრენდაო და დრამერი ტერეონ გული;

 


8 ივლისი - მისტიური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც აერთიანებს ჯაზის სამ ლეგენდას: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი;

 


9 ივლისი - მსოფლიო კრიტიკოსების მიერ წოდებული 21 საუკუნის ჯაზმენი ვიჯეიაიერი და მისი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნსორეი.

 

წლევანდელი საიუბილეო ჯაზფესტივალის მასპინძელია სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში გაიმართება ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „როგორ მესმოდა...“, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო.

 


19:30 საათიდან დარბაზში - „ჯაზსინემა“ მოეწყობა კახა თოლორდავას ფილმის - „პირველ პირში - ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება. მაყურებელი ასევე, იხილავს გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს - „ქვინსი“ (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი). პარალელურად, დარბაზში - „ჯაზლაბი“, სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ.

 


21:00 საათიდან მთავარ დარბაზში - „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება.

 


23:00 საათიდან სივრცეში - „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარსდგებიან.

 


ფესტივალის დღეებში კომპანია „აუდიო ლაბი“ მოაწყობს ვინილების გამოფენა-გაყიდვას. ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიხსნება. ფესტივალი თბილისის მერიის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

 


ჯაზფესტივალს ტრადიციულად, წარმოადგენს „თიბისი კონცეპტი“; ოფიციალური სპონსორი - ვიზა; მასპინძელი რესტორნები: „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“ და „ლადონინა“; საინფორმაციო მხარდაჭერა: „იმედი“ TV, რადიო „ფორტუნა“, „მარკეტერი“, „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“; ფესტივალს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ: ბეხშტაინი „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

 


ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. „თიბისი“ კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი, ხოლო „თიბისი“ ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი