გლდანის რაიონში, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
სრულიად ახალი სპორტული მოედანი ამჯერად, წყაროს ქუჩაზე, დაახლოებით, 350 კვ. მეტრ ფართობზე განთავსდება.
სამუშაოების დაწყებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო, მოსახლეობას შეხვდა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„გლდანის რაიონში ჯანსაღი და სპორტული წესის დამკვიდრების მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას განვაგრძობთ. მალე ჩვენს რაიონს კალათბურთის კიდევ ერთი და ფეხბურთის ორი მოედანი შეემატება. მათ შორის, წყაროს ქუჩაა, სადაც აქამდე მსგავსი სივრცე არ არსებობდა. იმედი მაქვს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა სპორტული სივრცით აქტიურად ისარგებლებს“,- განაცხადა ზურაბ ქაშიაშვილმა.
პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 94 304 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.