"უკრაინსაკაია პრავდას" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების 2014 წლის დეკემბერისთვის ჩატარებას დათანხმდა.
უკრაინის კრიზისის დარეგულირების შეთანხმების პროექტი, რომელსაც ხელი ადგილობრივი დროით დღის12 საათზე უნდა მოეწეროს, ითვალისწინებს 48 საათის განმავლობაში, 2004 წლის კონსტიტუციის ამოქმედებით, პრეზიდენტ იანუკოვიჩისთვის უფლებამოსილების შეზღუდვასა და 10 დღის განმავლობაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას - იტყობინება უკრაინული გამოცემა.
უკრაინაში კრიზისის დარეგულირების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ პრეზიდენტი იანუკოვიჩი, ოპოზიციის ლიდერები; იაცენუკი, ტიაგნიბოკი, ტიგიპკო და გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.