პაატა ბურჭულაძე ირაკლი ალასანიასთან და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს არ უარყოფს, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ განცხადება "საქართველოს განვითარების ფონდის" დაფუძნების შემდეგ "თბილისი მარიოტში" ჟურნალისტების კითხვის - "ჰქონდა თუ არა კონსულტაციები ყოფილ პრემიერთან და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან" - საპასუხოდ გააკეთა. "მე კონსულტაციები ყველასთან მქონდა", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
გარდაიქმნება თუ არა "საქართველოს განვითარების ფონდი" პოლიტიკურ ძალად და აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ამას ცხოვრება აჩვენებს.
"არასოდეს მიფიქრია ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, თუმცა, ცხოვრებამ მე მომცა შანსი და მე გამოვიყენე. მე მინდოდა ვყოფილიყავი ქველმოქმედი, თუ რაიმე მოხდება და ცხოვრება მანახებს, რომ ჩემი გზა პოლიტიკაა, მე ამას გავაკეთებ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატურას, პაატა ბურჭულაძის თქმით, ის ამის შესახებ დეტალურად ფონდის პრეზენტაციაზე ისაუბრებს, რომელიც დეკემბერში შედგება.
"დღეს ჩამოყალიბდა ფონდი, მე ვახორციელებ შეხვედრებს, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით. ფონდი იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ გაჩნდა იდეა, ადამიანზე იყოს ზრუნვა და კეთილდღეობა, სწორედ ამის გარშემო შეიქმნა ფონდი, დანარჩენს ფონდის პრეზენტაციაზე მოგახსენებთ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ მან გააუქმა ყველა საკონცერტო კონტრაქტი და ეს ფონდის გაძლიერების მიზნით გააკეთა.
პაატა ბურჭულაძე დღეს საკუთარი ფონდის წევრებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეხვდა. მან "საქართველოს განვითარების ფონდი" დააფუძნა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავად უხელმძღვანელებს. ფონდის წევრები არიან: ვანო მაჭავარიანი, მერაბ ტყეშელაშვილი, ირაკლი გურჩიანი, გიორგი რუხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და სხვები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.