სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2022“-ის ფარგლებში, ვაზიანის პოლიგონზე
საჩვენებელი სწავლება გაიმართა. მე-5 საარტილერიო ბრიგადის, საბრძოლო საინჟინრო
ბატალიონის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედადნაყოფების მხარდაჭერით,
მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის C ასეულმა საველე სწავლება საბრძოლო
სროლებით ჩაატარა. საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ
გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის
გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენლები დაესწრნენ.
საველე სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და
სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას მხარდამჭერ ქვედანაყოფებთნ
ერთად. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შამქორი 2022“ აღმოსავლეთის სარდლობის
ხელმძღვანელობითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით
ტარდება. „შამქორი 2022“ ეროვნული სტრატეგიული დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლება
„დიდგორის“ ტაქტიკურ კომპონენტს წარმოადგენს და მოსამზადებელ სწავლებათა ციკლის
ნაწილია.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.